3D სკანერები

  • Home
  • /
  • 3D სკანერები

X300 ახალი ლაზერული სკანერი

მარტივი, მყარი, ზუსტი

STONEX X300 არის 3D ლაზერული სკანერი, რომელიც შექმნილია ზუსტი მონაცემების უზრუნველსაყოფად ყოველ ჯერზე და ნებისმიერ პროექტზე.

გამოყენების სიმარტივე, საიმედოობა, მოქნილობა და ფასი X300-ს უაღრესად კონკურენტუნარიან პროდუქტად აქცევს, რომელიც ახლა კიდევ უფრო გაუმჯობესებულია ახალი ფუნქციებით.

X300 ფაილების მენეჯერი საშუალებას გაძლევთ გადაიყვანოთ X300 ლაზერული სკანერით შეგროვებული მონაცემები Stonex Reconstructor ფაილის ფორმატში ან სხვა სტანდარტულ ფორმატში. მიღებული ფაილები შეიძლება გამოყენებულ იქნას უშუალოდ მესამე მხარის პროგრამულ უზრუნველყოფაში, როგორიცაა CAD, სასამართლო-სამედიცინო ან საგზაო შემთხვევის ანალიზებისთვის.

მდგრადი დიზაინი
სრულად გერმეტული კორპუსი საშუალებას გაძლევთ შეასრულოთ სამუშაო იქ სადაც სხვები განიცდიან წარუმატებლობას, სამუშაოს შესრულებას შეძლებთ მტვრის, წყლის, სიცხისა და ფიზიკური ზემოქმედების შემთხვევაშიც.

გამოყენების სიმარტივე
თქვენს სმარტფონზე ან პლანშეტზე ერთი ღილაკის დაჭერით შეგიძლიათ ამუშაოთ და აკონტროლოთ X300. ლაზერული სკანერი არასოდეს ყოფილა მოხმარებაში ასეთი მარტივი.

ფასი და ხარისხი
X300 აერთიანებს მწარმოებლურობას, რომელიც ნამდვილად გჭირდებათ აპლიკაციის ფართო სპექტრში, გონივრულ ფასად.

HD კამერა
Sony 16 Mpx სენსორი, დაბალი დამახინჯების ობიექტივი HDR-ით. ბრწყინვალე შეფერილობა და ფართო ტონალური დიაპაზონი.

სრული კონტროლი
სრული კამერის კონტროლი: ექსპოზიცია, მგრძნობელობა, თეთრი ბალანსი.

დამზადებულია იტალიაში
სასიამოვნო დიზაინი თქვენი ყოველდღიური საქმიანობისთვის.

მონაცემები ბროშურა X300 YOUTUBE

X100 ლაზერული სკანერი

მსუბუქი & სწრაფი

X100 არის პატარა და კომპაქტური მიწისზედა ლაზერული სკანერი, რომელიც არის სწრაფი და მარტივი გამოსაყენებელი. მისი მრავალხაზოვანი ლიადრული ტექნოლოგია და მიმდებარე ტერიტორიის სრული დაფარვის უნარი, საშუალებას აძლევს მას გამოთვალოს 3D მოდელები აპლიკაციებისა და სცენარის ფართო სპექტრისთვის, როგორც გარეთ, ასევე შიდა სამუშაოებისთვის.

სკანერს გააჩნია საკუთარი X100 app საველე აპლიკაცია, რაც აადვილებს მოწყობილობის კონტროლს. სკანირების კონვერტორის წყალობით, მონაცემები თავსებადია Cube-3d და Stonex Reconstructor-თან, ასევე მესამე მხარის პროგრამულ უზრუნველყოფასთან.

X100 არის შესანიშნავი ინსტრუმენტი სწრაფი ტოპოგრაფიული კვლევებისთვის, შენობების ფასადების სკანირებისთვის და ზედაპირის გეგმების მონაცემთა შეგროვებისთვის; სწრაფ 360° სკანირებას 45 წამი სჭირდება. ჩაშენებული პანორამული კამერა გაძლევთ საშუალებას, თქვენს სკანირებას დაამატოთ ნამდვილი ფერთა გამა.

X100 არის შესანიშნავი ინსტრუმენტი ეფექტური და ზუსტი მუშაობისთვის, ფართო სპექტრის აპლიკაციებში:

  • მიწის სამუშაობი
  • არქიტექტურა და უძრავი ქონება
  • გადაუდებელი დახმარების მენეჯმენტი
მონაცემები ბროშურა F6 Youtube

X120GO SLAM ლაზერული სკანერი

ზუსტი & მრავალმხრივი

სისტემას აქვს 360° მბრუნავი თავი, რომელსაც შეუძლია 360°x270° წერტილოვანი ღრუბლის დაფარვა. ინდუსტრიული დონის SLAM ალგორითმთან კომბინაციაში მას შეუძლია მიიღოს მაღალი სიზუსტის სამგანზომილებიანი წერტილოვანი ღრუბლის მონაცემები, მიმდებარე გარემოს განათებისა და GPS-ის გარეშე.
აღჭურვილია სამი 5 მეგაპიქსელიანი კამერით 200°FOV ჰორიზონტალური და 100°FOV ვერტიკალური გენერირებისთვის, რომელსაც შეუძლია სინქრონულად მიიღოს ინფორმაცია ტექსტურის შესახებ, შექმნას ფერადი წერტილოვანი ღრუბელი და ნაწილობრივ პანორამული სურათები.
X120go-ს შეუძლია გამოიყენოს Goapp აპლიკაცია, პროექტების შესამოწმებლად და სამართავად, რომლებიც განახლდება და გამოჩნდება სინქრონულად. რეალურ დროში SLAM რუკების გადახედვის მიღწევა შესაძლებელია Goapp აპლიკაციის საშუალებით. Gopost-აპლიკაციას შეუძლია შეასრულოს შეგროვებული მონაცემების შემდგომი დამუშავება, შექმნას მაღალი სიზუსტისა და გარჩევადობის ფერადი წერტილოვანი ღრუბელი, შექმნას ნაწილობრივ პანორამული სურათები, აჩვენოს წერტილოვანი ღრუბელი და შეასრულოს ოპტიმიზირებული დამუშავება.
X120go-ს აქვს ინტეგრირებული სტრუქტურის დიზაინი ჩაშენებული მართვისა და შენახვის სისტემით და ჩაშენებული შესაცვლელი ლითიუმის ბატარეებით.
დაწყების ღილაკზე დაჭერის შემდეგ, X120go-ს შეუძლია დაუყოვნებლივ დაიწყოს ოპერაციები, რაც მონაცემთა შეგროვებას უფრო ეფექტურს და მოსახერხებელს გახდის.

მონაცემები Youtube

F6 ხელის სკანერი

შესანიშნავი მოცულობითი სკანერი საველე გამოყენებისათვის

STONEX F6 – ლიდერია დიდი ობიექტების სწრაფი 3D სკანირების ბაზარზე. მისთვის ერთნაირად იოლია როგორც მოკლე, ისე გრძელი ობიექტების შესრულება.

ინოვაციური კოდირების ალგორითმზე დაყრდნობით F6 უზრუნველყოფს მონაცემდა საუკეთესო ხარისხს, რაც ამ მოწყობილობას ხდის იდეალურს რთული ობიექტების წამებში სკანირებისთვის.

F6 იმართება უმარტივესი, ჩაშენებული პროგრამული უზრუნველყოფით, რომელშიც შერწყმულია ისეთი ფუნქციები, როგორიცაა:

  • რეალურ დროში უკუკავშირის ფუნქცია გაფართოვებული სკანირების რჟიმით
  • 3D მონაცემებისრედაქტირების ძლიერი ინსტრუმენტები
  • მაღალი ხარისხის მონაცემები მანძილისა და სიზუსტის კონტროლისათვის
  • სრულყოფილი პროექციის გაუმჯობესებული ბადე
მონაცემები ბროშურა F6