GPS

S990+ GNSS მიმღები

შესრულების მაღალი სიზუსტე IMU-ს გამოყენებით

Stonex S990+ ღჭურვილია 1408 არხიანი  GNSS მიმღებით ახალი დამახასიათებელი ფუნქციით, რომელიც აუმჯობებსებს საველე სამუშაოებს. Stonex  S990+ მიმღებს გააჩნია ყველა თანამედროვე კავშირგაბმულობის შესაძლებლობა, როგორიცაა: Bluetooth, Wi-Fi, UHF რადიო  და  4G მოდემი.

ჩამონტაჟებული 10,200mAh შიდა ბატრეა საშუალებას იძლევა იმუშაოს  12 საათამდე,  მისი დატენვა შესაძლებელია  USB ტიპის -C პორტით. ახალი IMU ტექნოლოგია საშუალებას იძლევა მოახდინოს აზომვები  (TILT) ჩქარი ინიციალიზაციის პირობებში სწრაფად და ხარისხიანად.

ფერადი სენსორული ეკრანი და Web UI არის მარტივი და სწრაფი გზა მიმღების სრული კონტროლისათვის. 1PPS კონექტორი შესაძლოა გამოყენებულ იქნას ისეთი სცენარებისთვის, როდესაც საჭიროა მოახდინოთ ზუსტ დროზე დაყრდნობით სინქრონიზაცია სხვადასხვა ობიექტებზე ერთდროულად მუშაობისთვის.

როგორია S990+ გარდაქმნა IMU-სთან ერთად?

  • არ გააჩნია პრობლემები ელექტრომაგნიტური შეფერხებისას
  • სწრაფი ინიციალიზაცია
  • 60°-მდე დახრა
  • 2სმ სიზუსტით 30°
  • 5სმ სიზუსტით 60°
  • სწრაფი და ზუსტი აზომვები

Stonex S990+  IMU სისტემით უზრუნველყოფს ველზე საიმედო შედეგს, როგორც აზომვის, ასევე დაკვალვითი სამუშაოების კუთხით და უკიდურესად აჩქარებს ველზე წერტილების შეგროვებას, რითაც შეგიძლიათ დაზოგოთ საველე სამუშაო დროის 40%-მდე.

მონაცემები ბროშურა S990+

S980A GNSS მიმღები

სრულყოფილი საბაზო GNSS მიმღები

Stonex S980A-ში ინტეგრირებული GNSS მიმღები აკონტროლებს ყველა მიმდინარე თანავარსკვლავედის სატელიტურ სიგნალს, როგორებიცაა: GPS, GLONASS, BEIDOU, GALILEO, QZSS და IRNSS.

4G GSM მოდემის საშუალებით გარანტირებულია სწრაფი ინტერნეტი, ხოლო Bluetooth და Wi-Fi მოდულები საშუალებას იძლევა ყოველთვის საიმედო მონაცემები შემოიტანონ კონტროლერში. ხოლო ინტეგრირებულ 2-5 ვატიანი რადიოს S980A- ს სრულყოფილ საბაზო სადგურის მიმღებად აქცევს.

ფერადი სენსორული ეკრანი და გარე ანტენის შეერთების შესაძლებლობა S980A- ს უკიდურესად ეფექტურ მიმღებად აქცევს, ყველა ტიპის სამუშაოსთვის.

მეტის ნახვა

S980A ასევე აღჭურვილია ელექტრონული თარაზოთი (E-Bubble) და IMU ტექნოლოგიით, რომელიც საშუალებას იძლევა 60 °-მდე გადახრით,  თარაზოში გასწორების გარეშე ვაწარმოოთ აზომვები ჩქარი ინიციალიზაციის პირობებში, სწრაფად და ხარისხიანად.

1PPS კონექტორი, შესაძლოა გამოყენებულ იქნას ისეთი სცენარებისთვის, როდესაც საჭიროა მოახდინოთ ზუსტ დროზე დაყრდნობითი სინქრონიზაცია სხვადასხვა ობიექტებზე ერთდროულად მუშაობისთვის.

როგორი სპეციფიკაციები აქვს  S980A-, IMU ტექნოლოგიას?

  • სწრაფი ინიციალიზაცია
  • 60 ° -მდე დახრა
  • 2 სმ სიზუსტით 30 °
  • 5 სმ სიზუსტით 60 °
  • სწრაფი და ზუსტი აზომვები
  • არ გააჩნია პრობლემები ელექტრომაგნიტური შეფერხებებისას.

Stonex S980A-ს   IMU ტექნოლოგია,  ბევრად უფრო სტაბილურს ხდის როგორც აზომვებს ასევე დაკვალვის პროცედურებს, რაც დაგაზოგინებთ სამუშაო დროის 40 %.

დახურვა

მონაცემები ბროშურა S980A

S900A

შესრულების მაღალი სიზუსტე Atlas® გამოყენებისას

Stonex S900A აღჭურვილია მაღალი ხარისხის GNSS მიმღებით 800 არხით და შეუძლია მრავალი სატელიტური თანავარსკვლავედის მხარდაჭერა: GPS, GLONASS, BEIDOU, GALILEO, QZSS და IRNSS, მათ შორის L-Band კორექციებისაც.

4G GSM მოდემის სწრაფი ინტერნეტის საშუალებით, გარანტირებულია  კორექციების სწრაფი მონაცემთა მიღება და უკანა ფონის რუკების ეფექტურად მართვა.

საოცარი კომპაქტური სტრუქტურის წყალობით, Bluetooth და Wi-Fi მოდულები უზრუნველყოფს კონტროლერზე მუდმივად საიმედო მონაცემთა გადაცემას, ხოლო ჩაშენებული TX / RX UHF რადიო შერჩევითი სიხშირეებით S900A მიმღებს აქცევს იდეალურ სისტემად GNSS Base + Rover ფუნქციონალური გამოყენებისათვის.

Stonex S900 გააჩნია ჩაშენებული ელექტრონული თარაზო, რომელიც  ჭოკის თარაზოში გასწორების გარეშე, რთულად ასაზომი წერტილების აღების საშუალებას იძლევა, თქვენ შეგიძლიათ გაზომოთ წერტილები  30 °-მდე დახრილი ჭოკით, მაგნიტური ველის არსებობის პირობებშც კი.

S900A ასევე აღჭურვილია ოფციური IMU ტექნოლოგიით. 60 °-მდე დახრილობის სწრაფი ინიციალიზაციით.

როგორი სპეციფიკაციები აქვს  S900A-ს, IMU ტექნოლოგიას?

სწრაფი ინიციალიზაცია

60 ° -მდე დახრა

2 სმ სიზუსტით 30 °

5 სმ სიზუსტით 60 °

სწრაფი და ზუსტი აზომვები

არ გააჩნია პრობლემები ელექტრომაგნიტური შეფერხებებისას

მონაცემები ბროშურა S900A ინსტრუქცია IMU

S850+, ახალი GNSS მიმღები

კომპაქტური GNSS სისტემა

აღჭურვილია მოწინავე 1408-არხიანი GNSS დაფით და შეუძლია სხვადასხვა თანავარსკვლავედების მხარდაჭერა, მათ შორის GPS, GLONASS, BEIDOU, GALILEO, QZSS და IRNSS.

Stonex S850+ GNSS მიმღები იდეალური გადაწყვეტაა ველზე ნებისმიერი გეოდეზიური სამუშაოსთვის. მოწინავე დიზაინის მქონე S850+ მიმღები, იძლევა სიგნალის თვალყურისდევნის მძლავრ უნარს და მედეგობას ხელისშემშლელ ფაქტორებისადმი. პორტაბელურობისა და ექსპლუატაციის სიჩქარის უპირატესობები S850+ GNSS მიმღებს ხდის განსაკუთრებით შესაფერისს მძიმე სამუშაო პირობებისა და რელიეფის დროს.

Stonex S850+ აღჭურვილია ყველა საჭირო კავშირით, აქვს ჩაშენებული Bluetooth და შიდა Wi-Fi შესაძლებლობები; აქვს ჩაშენებული UHF რადიო და 4G GSM მოდემი, რომელიც თავსებადია მთელ მსოფლიოსთვის.

Stonex S850+ ასევე აერთიანებს IMU სისტემას, რომელიც სწრაფი ინიციალიზაციით, გადახრით (TILT) 60°-მდე, იძლევა ზუსტი აზომვების საშუალებას.

მონაცემები ბროშურა S850+

S70G GNSS RTK

ხელის Android RTK მიმღები

S70G არის ორსიხშირიანი GNSS სისტემა, რომელიც აკონტროლებს  4 თანავარსკვლავედის სატელიტურ სიგნალს  (GPS, GLONASS, Galileo და BeiDou), რაც საშუალებას გაძლევთ მარტივად და სწრაფად შეაგროვოთ მონაცემები და ფოტო მასალა საველე პირობებში, კომპლექტაციაში მოყვება მინი ანტენა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ტაბლეტთან, და იძლევა 2 სმ-ის გარანტირებულ სიზუსტეს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, დამატებით გარე ანტენის შეერთებით, იგი კიდევ უფრო ზუსტ მონაცემებს იძენს.

S70G აღჭურვილია Android 9 ოპერაციული სისტემით. ეკრანს უფრო დეტალური ხარისხისთვის,  გააჩნია გაფართოება WUXGA რეზოლუციით (1920 × 1200),  8000mAh ბატარეა საშუალებას აძლევს ინსტრუმენტს იმუშაოს 8 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, ხოლო IP67 დაცვა შესაფერისიანებისმიერი გარემოსთვის.

S70G- ს შეუძლია მუდმივმოქმედი სადგურების ქსელითან მიერთება და  რეალურ დროში RTK შესწორებების მიღება. რეალურ დროში მუშაობის გარდა, მას შეუძლია ჩაიწეროს თანამგზავრებიდან მიღებული სტატიკური მონაცემები, ოფისში გადამუშავების მიზნით, რაც საშუალებას აძლევს ოპერატორს მიაღწიოს უფრო მეტ სიზუსტეს, თუნდაც ისეთ ადგილებში, სადაც არ არის GSM სიგნალი.

მონაცემები ბროშურა S70G

S580

GNSS მიმღები GIS & RTK გადაწყვეტილებებისთვის

ტრადიციულ სხვა გის პროდუქტებთან შედარებით  S580 – არის მონაცემთა შეგროვების ინტელექტუალური, მაღალი სიზუსტის მიმღები, რომლის გამოყენებისას აუცილებელი არ არის მისი ხელში დაჭერა და შესაბამისად იძლევა გადაადგილების თავისუფლებას.

შიდა ვებ-ინტერფეისის საშუალებით მიმღები შესაძლებელია დაპროგრამდეს და მომზადდეს RTK-ს დიფერენციული შესწორებების მისაღებად და შესაძლებელია მიუერთდეს აზომვისა და გის-ის ნებისმიერ პროგრამულ უზრუნველყოფას.
S580 გთავაზობთ მაღალი სიზუსტის პოზიციონირებას და აღჭურვილია მაღალი სიჩქარის 4G მოდულით. პოზიციონირება იმდენად ზუსტი და სწრაფია, რომ შესაძლებელია გამოყენებული იქნას მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ. S580 მუშაობს ყველა 4 თანამგზავრულ სისტემასთან (GPS, Glonass, BeiDou, Galileo), უზრუნველყოფს კავშირს გარე დიფერენციულ RTK სიგნალთან და უზრუნველყოფს სანტიმეტრული სიზუსტის პოზიციონირებას.

რეზინის დამცავი გარეკანი, რომელიც იცავს ხელსაწყოს, არ ცურავს და არ ზიანდება. მისი დაცვა IP67 სტანტარტს აღწევს და დაცულია 1.2 მ-ის სიმაღლიდან დავარდნისგან.

მონაცემები ბროშურა S580

S7G

GNSS მიმღების თანამედროვე პოზიციონირების ტექნოლოგია

გის და აზომვა ერთ გადწყვეტილებაში

ახალი STONEX S7G GNSS მიმღები აერთიანებს პოზიციონირების თანამედროვე ტექნოლოგიასა და წარმოადგენს მძლავრ საშუალებას, გეოგრაფიული მონაცემების შეგროვებისა, წრაფი და ზუსტი გაზომვებისთვის.

S7G კომპაქტური, ერგონომიული და მცირე ზომის აპარატია234 მმ x 99 მმ და რომლის წონა 895 გ. S7G აღჭურვილია Cortex-A8-AM33X 1GHz პროცესორით და Windows Mobile 6.5 Professional ოპერაციული სისტემათ. სწრაფქმედების გაზრდა და სამუშაო მონაცემების ჩატვირთვა შესაძლებელია SD ბარათის სლოტის საშუალებით, რომელიც გამიზნულია გარე მეხსიერებისთვის (შიდა 32 გბ შედის). S7G-ში ინტეგრირებულია GSM / GPRS მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ და ეფექტურ ინტერნეტ კავშირს და Wi-Fi და Bluetooth ტექნოლოგია, რაც საშუალებას მისცემს მომხმარებელს სწრაფად და მოხერხებულად გადააგზავნოს მონაცემები დიდ მანძილებზე.

3G შიდა მოდემის წყალობით, ასევე არსებობს მონაცემების სიზუსტის გაუმჯობესების შესაძლებლობა, რომელიც ქსელის პროვაიდერთან დაკავშირების მეშვეობით ხდება რეალურ დროში დიფერენციალური კორექციის საშუალებით.
ახალი STONEX S7G GNSS მიმღები აერთიანებს თანამედროვე პოზიციონირების ტექნოლოგიას და წარმოადგენს მძლავრ საშუალებას მრავალფეროვნებას, გეოგრაფიული მონაცემების შეგროვებისა და სწრაფი და ზუსტი გაზომვებისთვის.

მონაცემები ბროშურა S7G