პროგრამული უზრუნველყოფა

  • Home
  • /
  • პროგრამული უზრუნველყოფა

SurvCE

საველე გადაწყვეტილების პროგრამული უზრუნველყოფა

STONEX SurvCE – ეს არის მსოფლიოში ცნობილი ბრენდის Carlson SurvCE-ის სპეციალიზირებული ვერსია, რომელიც გამიზნულია STONEX GNSS მიმღებებისა და ელექტრო ტაქეომეტრებისთვის.

ეს კონკრეტული ვერსია გამიზნულია GNSS STONEX  გაფართოვებული ფუნქციებისათვის, მათ შორის E-Bubble ფუნქციის საშუალებით გადახრების ასაზომად.

აღწერა

დღემდე STONEX S10-ით მუშაობა, რომელიც აღჭურვილია SurvCE პროგრამული უზრუნველყოფით, არ ყოფილა ასეთი უსაფრთხო და ზუსტი. ყველა აზომილი წერტილი ინახება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიმღები მდებარეობს ზუსტად ვერტიკალურ მდგომარეობაში. არასწორი პოზიცირების დროს მაღებული წერტილი შემთხვევითაც კი არ შეიძლება იქნას შენახული.
ინფორმაცია STONEX SurvCE-ისა და ლიცენზიის სრული კომპლექტის შესახებ, რომელიც გამოიყენება რობოტიზებული და მექანიკური ელექტრო ტაქეომეტრებში, ან სხვა მწარმოებლის GPS მიმღებებში გამოყენების შესახებ,  შეგიძლიათ მიიღოთ STONEX-ის ოფიციალურ წარმომადგენელთან.

SurvCE მუშაობს 20-ზე მეტ ენაზე, რომლებშიც შედის: ინგლისური, ესპანური, ფრანგული, კანადური ფრანგული, პორტუგალიური, ჩეხური, ჰოლანდიური, მარტივი ჩინური, კორეული, ბერძნული, იტალიური, პოლონური, უნგრული, შვედური, ლატვიური და სხვა.

ბროშურა

Cube-a

Cube-a ეს არის Stonex-ს მიერ შექმნილი და მომსახურებადი პროგრამული უზრუნველყოფა Android პლატფორმისთვის.

Android პლატფორმის მოქნილობის წყალობით შესაძლებელი გახდა მარტივი და ინტუიტიურად გასაგები სამომხმარებლო ინტერფეისის შექმნა, რომელიც გეოდეზისტებს უმცირებს სამუშაო დროს, უმაღლებს შრომის ნაყოფიერებას და უმარტივებს მზადყოფნას ნებისმიერი სამუშაოსთვის.

Cube-a-ს წარმატების საფუძველია სმარტფონებზე და პლანშეტებზე მათი დაყენებისა და სენსორული უზრუნველყოფის შესაძლებლობა

ბროშურა

Cube-link

Cube-link ეს არის Cube-manager-ის ულიცენზიო ვერსია, რომელიც იძლევა GNSS-დან და ელექტრო ტაქეომეტრიდან მონაცემების ჩამოტვირთვის საშუალებას.

ჩამოტვირთული მონაცემები შეიძლება გამოისახოს როგორც გრაფიკულად, ასევე ანალიტიკურად. ოპერატორს აქვს მარტივი COGO ბრძანებები, მანძილის, ფართობისა და პერიმეტრის გასაზომად.

მონაცემთა იმპორტირება და ექსპორტირება შესაძლებელია, როგორც Stonex-ის ფორმატში, ასევე  DXF , SHP და  CSV ფორმატში.

ბროშურა

Cube-MANAGER

Cube-manager ეს არის პროგრამული უზრუნველყოფა GNSS მიმღებიდან და ელექტრო ტაქეომეტრებიდან მონაცემთა მართვისათვის.

თქვენ შეძლებთ გეგმიურ-ალტიმეტრიული ნამუშევრის მიღებას, 3D მოდელების შექმნას და კონტურების გამოთვლას.

გამოსახულების მიღება შესაძლებელია 2D და 3D-ში, მათი დადება შესაძლებელია სატელიტურ, რასტრული და საკადასტრო მონაცემებზე.

რთული, ჩაშენებული CAD-ის საშუალებით შესაძლებელია სხვა მონაცემებთან ურთიერთქმედება. ძლიერი, სრულყოფილი ინსტრუმენტების საშუალებით ხატვა და 3D-ში მიბმა.

მონაცემთა იმპორტი და ექსპორტი შესაძლებელია სხვადასხვა ფორმატში, ისეთებში როგორიცაა: DXF, DWG, KML, CSV, SHP და სხვა.

ბროშურა

Cube-NET

Cube – net ეს არის GNSS-ის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც უზრუნველყოფს GNSS ქსელის საბაზო სადგურების ცენტრალიზებურ მართვასა და ექსპლუატაციას.

მონაცემები საბაზო სადგურებიდან შესაძლებელია შეკრებილი იქნას როვერების მომხმარებლების ზუსტი ადგილმდებარეობის განსასაზღვრად. მისი საშუალებით ხდება კორექციის ყველა საჭირო პარამეტრის მიღება, რომლის საშუალებითაც გამოითვლება როვერის მდებარეობის აბსოლუტური მაჩვენებელი. მისი მართვა ხდება ავტომატურად, მომხმარებლის ვებ-ინტერფეისიდან. ანალიზი წარმოებს მთელ ქსელში რეალურ დროში კონტროლის საშუალებით.

ბროშურა

Cube - connector

Cube – connector ეს არის Android დამატება, რომლითაც ხდება Android მოწყობილობის GPS-თან დაკავშირება.

GPS-ის Android-ის სმარტფონთან ან პლანშეტთან დასაკავშირებლად იყენებენ Bluetooth კავშირს.

Bluetooth კავშირის დამყარების შემდეგ Cube – connector-ი შიდა GPS-ის მონაცემებს შეცვლის  Stonex-ის GPS მიმღების მონაცემებით.

ამგვარად კლიენტი შეძლებს თავისი Android ოპერაციულ სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებას GIS / Survey ოპერაციულ სისტემისთვის.

ბროშურა

GeoGis

პროგრამული უზრუნველყოფა

Stonex GeoGis – ეს არის მომსახურებისთვის და განახლებისთვის მარტივი, მაგრამ ძლიერი პროგრამული გადაწყვეტილება, რომლითაც ხდება ადგილმდებარეობის შესახებ მაღალხარისხიანი მონაცემების შეგროვება. იგი უზრუნველყოფს მარტივ და ეფექტიან გარემოს ამ შედეგის მისაღწევად. ეს არის ოფცია, რომელიც შესაძლებელია ჩაშენებული იქნას პორტატიულ GIS-სისტემებში.

აღწერა

GeoGis პროგრამული უზრუნველყოფა შედგება 2 ინტეგრირებული მოდულისაგან: GeoGis Mobile საველე სამუშაოებისათვის და GeoGis Office სამაგიდო სისტემებისათვის. GeoGis-თან ერთად თქვენ არ დაგჭირდებათ ფიქრი მონაცემთა გადაცემაზე. მისი საშუალებით ეს პროცესი მაქსიმალურად გამარტივებულია.

იხილე მეტი

Stonex GeoGis დახვეწილი ინტერფეისისა და ყველა საჭირო ღილაკის საშუალებით, ველზე და ოფისში მომაცემების შეგროვებისა და დამუშავების ადვილ შესაძლებლობას გთავაზობთ. იგი, მონაცემთა პროცესში იძლევა ციფრული ფოტოების მიბმისა და გამოყენების საშუალებას. ველზე მყოფ თანამშრომლებს შეუძლიათ არა მარტო გააკეთონ და მიაბან ფოტოები საჭირო ფუნქციებს, არამედ გამოიყენონ ისინე სხვადასხვა მიზნებისათვის.

Stonex GeoGis გამოყენებით თქვენ შეძლებთ საკუთარი ატრიბუტული მონაცემების შექმნას და ობიექტებისათვის მნიშვნელობის მინიჭებას. მონაცემთა შეგროვების მაქსიმალური ეფექტურობისათვის შესაძლებელია უკვე შეყვანილი ატრიბუტების მონაცემებისათვის მნიშვნელობების წინასწარი კომპელირება.

ობიექტების ნახვა შესაძლებელია ინტუიტიურად გასაგებ გრაფიკულ დისპლეიზე, რომელზეც რამოდენიმე ფენად წინასწარ შეყვანილია რასტრული და ვექტორული ფონური მონაცემები. ეს საგრძნობლად ამაღლებს შრომის ნაყოფიერებას და გამოცდილებას უფრო დინამიურს ხდის. ფიჭური კავშირგაბმულობისა და Wi-Fi საშუალებით  შეუძლია ონლაინ Google Maps რუკების გამოყენება, რითიც ადვილდება ვიზუალური ორიენტირების ძიების პროცესი პლანეტის ნებისმიერ წერტილში. შემსრულებელს შეუძლია ამოირჩიოს შესაბამისი ფუნქცია ან ინსტრუმენტი და ინტუიტიურად მარტივი ნავიგაციის საშუალებით ზუსტად განსაზღვროს საკუთარი და ობიექტის ადგილმდებარეობა.

Stonex GeoGis-ის საშუალებით შესაძლებელია მონაცემების შეგროვება, როგორც რეალურ დროში, ასევე მონაცემების პოსტ დამუშავებისას. Stonex GeoGis არის სწორი გადაწყვეტილება მონაცემთა მაღალი ხარისხის მონაცემების შეგროვებისა და მომსახურებისათვის.

GeoGis ხელმისაწვდომია ინგლისურ, ესპანურ, ჩეხურ, იტალიურ, უნგრულ, გერმანულ, პორტუგალიურ, რუსულ, უზბეკურ და თურქულ (უახლოეს მომავალში) ენებზე.

ბროშურა

GeoGis W10

გის პროგრამული უზრუნველყოფა Windows 10-სთვის

GeoGisW10 – ეს არის გის აპლიკაციის პროგრამული უზრუნველყოფა ტოპოგრაფიული აზომვებისთვის.

იდეალური საოპერაციო გარემო არის Windows 10 პლანშეტი GPS-ით, კამერით, მოდემით, სიმ ბარათით და Bluetooth-ით, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია Stonex-ის ყველა GNSS მიმღებთან დაკავშირება.

იგი უზრუნველყოფს ტოპოგრაფიული აზომვის წარმოებას RTK რეჟიმში ქსელთან კავშირის საშუალებით ან უზრუნველყოფს სწრაფ აზომვას მეტრული/დეციმეტრული სიზუსტით.

აზომვის მონაცემის შექმნა ეხლა უფრო მარტივია, იგი იყენებს პოსტ პროცესინგის მონაცემებს უფრო მაღალი სიზუსტისთვის.

იხილე მეტი

ნებისმიერი  აღწერითი ინფორმაცია შესაძლებელია დაკავშირებული იყოს იმ ელემენტებთან, რომლებიც აღმოჩენილი იქნებიან მონაცემთა ბაზის შესაბამისად, რომელიც შექმნილია მომხმარებლის მიერ, ან/და ერთი ან რამოდენიმე ფოტოს საფუძველზე.

აპლიკაცია იძლევა გეორეფერენცირებულ რასტრულ გამოსახულებებზე მუშაობის ან რეალურ დროში Google-ის რუკების ჩატვირთვის საშუალებას.

ტოპოგრაფიული ოპერაციები ჯამდება, როგორც:

  • ტოპოგრაფიული აზომვის სიზუსტე, RTK რეჟიმთან დაკავშირება სიმ ბარათის საშუალებით  ან გარე GPS-თან მიერთებით.
  • სწრაფი აზომვა მეტრული/დეციმერტული სიზუსტით
  • წერტილების, ხაზების, ფართობებისა და გზების აზომვა
  • მოძიებული/აღმოჩენილი ან ფაილებიდან იმპორტირებული წერტილების დაკვალვა, რომლებსაც გააჩნიათ კოორდინატები.
  • მსოფლიოში ყველაზე ხშირად გამოყენებადი რეფერენცული სისტემების და გეოიდების ან ადგილზე ლოკალიზაციის გამოყენება.
  • გრაფიკულად აღმოჩენილი ხაზების თვალყური (ბათიმეტრია ან მსგავსი).
  • ტოპოგრაფიული აზომვების დროს ან გის-ში ყველაზე ხშირად გამოყენებად ფორმატებში მონაცემთა ექსპორტ/იმპორტი (მაგ. *.shp ფაილი).

გის-ის მომხმარებლები ხშირად მონაწილეობენ მონაცემთა შეგროვების პროცესში, მაგრამ როგორც წესი ნაკლებად იცნობენ GPS სისტემაში გამოყენებულ მეთოდოლოგიასა და შემოკლებებს, სწორედ ამიტომ GeoGisW10 სთავაზობს თავის მომხმარებელს გასაგებ და მარტივ მენიუს, ინტუიტიურად გასაგები ტერმინოლოგიის მქონე აზომვის ფუნქციებით.

Less

ბროშურა

Reconstructor

ძლიერი და მოხერხებული 3D პროგრამული უზრუნველყოფა

პროგრამული უზრუნველყოფა STONEX RECONSTRUCTOR მოგცემთ საშუალებას თქვენი მოთხოვნების შესაბამისად სრულად გაიაროთ სამუშაო პროცესი გაფართოებადი მოდულებით.

ბროშურა