GNSS ანტენა რეფერენს სადგურებისთვის
3D მრავალფენიანი ანტენა
გაწონასწორების მაღალი ფაზური სტაბილურობა
SA1800 მრავალფენიანი უნიკალური 3D კონსტრუქცია უზრუნველყოფს GNSS ყველა სიხშირის (L-Band-ის ჩათვლით) მრავალსხივური მახასიათებლების გავრცელების შემცირებას. გაწონასწორების ფაზური სუბმილიმეტრული სიზუსტის გამო, იგი იდეალურია CORS-ის სადგურებში გამოსაყენებლად, ხიდებისა და შენობების გადახრის მონიტორინგისათვის, ასევე გეოლოგიური მონიტორინგისათვის.
ყველგან წვდომა
სიგნალის მიღების შესაძლებლობა დაბალი სიმაღლიდან და მაღალი სიზუსტით, ასევე სხივის დიდი სიგანისა და გაძლიერების მაღალი კოეფიციენტის გამო SA1800 არის სწორი არჩევანი ხილვადი თანამგზავრების სიგნალისა და GNSS სწრაფი და ზუსტი მონაცემების მისაღებად შეზღუდული ხილვადობის პირობებში, როგორიცაა ხეები და შენობები.
ძლიერი ანტიინტერფერენციული მახასიათებლები
LNA ანტენას აქვს არაზოლური სიგნალის სიხშირეების დახშობის საუკეთესო მახასიათებლები, რომელსაც შეუძლია ჩაახშოს ელექტრომაგნიტური ხარვეზები, რაც უზრუნველყოფს GNSS სიგნალის სტაბილურობასა და საიმედოობას. ამავე დროს იგი ეფექტურად ანეიტრალებს ხელშემშლელ ფაქტორებს, როდესაც მიმღებეს ხელს უშლის ისეთი ხარვეზები, როგორიცაა ენერგოსისტემა, საბაზო სადგურის კავშირი ან რადიომოდემი.
გამძლეობა
SA1800-ის სახურავი დამზადებულია არმირებული მინაბოჭკოვანი (GFRP) მასალისაგან, რომელიც სტრუქტურულად მდგრადი და გამძლეა. იგი ასევე დამზადებულია IP67 სტანდარტის დაცვით და იცავს შიდა ანტენას მტვერისა და წყლისაგან.